მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი კრეტელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რავკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა. ერთხელ მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მშვიდად მიეხმარა და ბეჭებზე ტომრები წამოაკიდებინა. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. ღვთის განგებით წმიდა მირონი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. წმიდა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს.