| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წინასწარმეტყველი მიქია
#წმინდათა ცხოვრება წინასწარმეტყველი მიქია თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქ მორაშეთში დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური მსახურება ნეტარმა ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და 50 წელზე მეტხანს მოღვაწეობდა. მისი მხილებანი და წინასწარმეტყველებანი ეხებოდა როგორც იუდეას, ისე ისრაელსაც. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომლებიც თავს დაატყდებოდა ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას - ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს. მიქიას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ნეტარის ნაწილები ქრისტეს შობიდან IV საუკუნეში იქნა აღმოყვანებული ბარაფსათიაში, მას შემდეგ, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზებენს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი. |