| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღვთისმშობლის მიძინება
#წმინდათა ცხოვრება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნბედანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად. როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო. მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ - სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან გასვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მიუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივად წარსდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს ღვთისმშობლის ამასოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდები განსაკვირვებელი მოსვლა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისი დიდებია მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა ვისისა „საღმროა მა და უხრწნელთა მკლავა ვისა ზედა მიირქუა“ და ანგელზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად. მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებლნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კრნებაც აღესრლა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაატარეს და პარასკევ დილას ღვისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გესთიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებლ ჰურიათაგან ერთ-ერთმა „იწყო დაცევად ცხედრისა, ვითარცა იგი მოცილა ეტვირა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილი ორივე მკლავი მოჰკვეა მკრეხელს, რომებიც ცხედრის მახლობლად ჰაერში დაეკიდა. მოციებმა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც არ ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს. ყოვლადწმიდა მარიამის მიძინების ერი ათორმეტთაგანთაგანი ვერ შეესწრო. ღვის განგები, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გესიმანიაში და ღვისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებლმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნა, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დახვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნაელი ბრწინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისამებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მოიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკრთხა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“. წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის (V ს.) თქმით „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში. |