| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი რომაელები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესათვის. როცა დატუსაღებული წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს, მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა ვიწრო და უვალ ადგილებში, ქვებზე და შვერილებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვაში სული არ აღმოხდათ და ზეციურ დიდებას არ შეუერთდნენ. |