| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი ტიმოთე, აღაპი და თეკლე 304 წელს ეწამნენ. წმიდა ტიმოთე ქალაქ ღაზაში დაიბადა და პალესტინის კესარიაში მოღვაწეობდა. მან ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილი და თავისი ქადაგებით მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. იმპერატორების — დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნის წლებში, ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და მმართველი ურბანუსის სამსჯავროზე წარადგინეს. წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი, როცა მის მოუდრეკელობაში დარწმუნდნენ, ცეცხლში შეაგდეს და დაწვეს. იმავე კესარიაში და იმავე წელს ეწამნენ ქრისტესათვის წმიდა აღაპი და თეკლეც. ისინი უსჯულო მტარვალებმა სახალხო სანახაობაზე მხეცებს დააგლეჯინეს. |