| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა პიტირიმი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა პიტირიმმა, ველიკოპერმელმა ეპისკოპოსმა, მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრის, გერასიმეს (1441 წლის შემდგომ; ხს. 24 იანვარს) შემდეგ ჩაიბარა ველიკოპერმის კათედრა. მანამდე ნეტარი მამა არქიმანდრიტის ხარისხში წინამძღვრობდა ჩუდოვოს მონასტერს. წმიდა პიტირიმის ღვაწლი მალე დაეტყო ეპარქიაში შემავალ წარმართთა ცხოვრებას და ნელ-ნელა მათი ქრისტიანობაზე მოქცევის პარალელურად, სისხლისღვრამაც იკლო. წმიდანის ღვაწლით გაავებული ვოგულთა ტომის წარმართი მეთაური ასიკა, რომელიც თანდათან კარგავდა გავლენას ხალხზე, ერთხელ მოულოდნელად თავს დაესხა მღვდელმთავარს ლოცვის დროს და სიცოცხლეს გამოასალმა. ორმოცი დღის განმავლობაში ესვენა წმიდა პიტირიმის გვამი ღია ცის ქვეშ ესვენა, მაგრამ მას ხრწნილება არ მიჰკარებია. მოგვიანებით მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მისი წმიდა ნაწილები დიდი პატივით დაკრძალეს უსტ-ვიმის ხარების საკათედრო ტაძარში. |