მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გიორგი ლიმნელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გიორგი ლიმნელი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპის სავანეში მოღვაწეობდა და განმარტოებული ცხოვრების გამო „ტბისპირელად“ (ლიმნელად) იწოდებოდა. წმიდანი მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემისათვის ერთგულებისათვის ეწამა იმპერატორ ლეონ ისავრიელის (716-741 წწ.) ხატმებრძოლეობის პერიოდში.

უშიშარი აღმსარებლობისთვის ჯალათებმა მოუც ბერს თმებზე ცეცხლი მოუკიდეს, სახე დაუწვეს და ცხვირი მოაჭრეს. ყოველგვარი ტანჯვის სულგრძელად დამთმენი ღირსი გიორგი ღრმა მოხუცებულობაში,  დაახლოებით 732 წელს აღესრულა.