| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ოსია აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ოსია აღმსარებელი მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი 60 წლის მანძილზე წინამძღვრობდა კორდოვის (ესპანეთი) ეკლესიას. იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337 წწ.) დიდ პატივს სცემდა მას და თავის უახლოეს მრჩევლადაც გაიხადა. სწორედ ოსიას რჩევით მოიწვია ღვთისმოყვარე ხელისუფალმა ნიკეის I მსოფლიო კრება 325 წელს. წმიდა მამა ამ კრების ყოველი დადგენილების ქვეშ პირველი აწერდა ხელს. 347 წელს იგი თავმჯდომარეობდა სარდის ადგილობრივ კრებას. კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ ოსია მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანეციუსისაგან (337-361 წწ.), რისთვისაც იგი სირმიაში გადაასახლეს. უფლის რჩეული მღვდელმთავარი მრავალი განსაცდელის შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა მშვიდობით მიიცვალა 359 წელს, კორდოვაში. |