მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი, რომის პაპი 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში რომის ეკლესიას. იგი გაბედულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არიანელთაგან.

მწვალებლობისკენ მიდრეკილმა იმპერატორმა კონსტანციუსმა (337-361 წწ.) ვერ შეძლო პაპი ლიბერიოსი მართლმადიდებლობის უარყოფაზე დაყოლება, რის გამოც იგი ვერიაში (თრაკია) გადაასახლა, თუმცა მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით იმპერატორი იძულებული გახდა, იგი უკანვე გამოეწვია.

რომში დაბრუნებამდე მღვდელმთავარი ლიბერიოსი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში მღვდელმთავარი მწარედ ნანობდა თავის ამ ნაბიჯს. სინანულის ღირსი ნაყოფის გამოსაღებად იგი კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით იღვწოდა რომში მართლმადიდებლობის განმტკიცებისა და ერთგულებისთვის.

ნეტარი პაპი ლიბერიოსი 366 წელს მშვიდობით მიიცვალა.