მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
#წმინდათა ცხოვრება

მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ 7 წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).

როცა ანა 84 წლის გახდა, იგი ღირსი შეიქმნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს „ჩვეულებისა მისებრ სჯულისა“.

მართალ ანას ესმოდა წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლითაც მოხუცებლმა სვიმეონმა ღვთისმშობელს მიმართა, სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.