მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე გორდი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე გორდი დაიბადა მე-3 საუკუნის დასასრულს კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. მე-4 საუკუნეში, ქრისტიანთა დევნის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამასოფელს და უდაბნოში დაემკვიდრა, რომ ღვთისსათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.