მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მონაზონი ზოსიმე და ათანასე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მონაზონი ზოსიმე და ათანასე წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლიტიანეს(284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ-საპყრობილეს ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე იქ მსაგრეობდნენ(ღირსი ზოსიმეს ხსენებას ეკლესია 19 სექტემბერსაც აღნიშნავს).