მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გიორგი ქოსიბელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გიორგი ქოსიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დაემკვიდრა. მარხვის, ლოცვისა და მღვიძარების მოყვარული წმიდა მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.