მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ილია მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოსაგრეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში გაედაიცვალა მე-4 საუკუნეში.

წმიდა მოწამე კარტერიოსი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლიტიანეს(284-305)დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა:“კარტერიოს წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე- მე შენთან ვიქნები. მრავალი ტანჯვისთვის დათმენა მოგიწევს ჩემი სახელისათვის. ბევრი განმტკიცდება და ცხონდება შენს მიერ.“

სიხარული აღვსილმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს და ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ნეტარ მამას თავდაპირველად ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს და ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძრეს. კარტერიოსს უფლის ანგელოზი უმსუბუქებდა ტანჯვას. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისგან გაანთავისუფლა და საპყრობილიდანაც გამოიყვანა. ამ სასწაული მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელ-იღო და განიკურნა სნეულებათაგან.

უღმრთოებმა კვლავ შეიპყრეს კარტერიოსი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.