მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევსტრატი
ღირსი ევსტრატი საკვირველმოქმედი(მე-9 ს.)

ღირსი ევსტრატი ქალაქ ტარსოსში დაიბადა. ოცი წლისამ მან ფარულად დატოვა ოჯახი, ავგაროვის სავანეში(ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვიდრა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა: მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის(813-820) მეფობაში ღირსი ევსტრატი განერიდა დევნას და მთებსა და უდაბნოებში მოღვაწეობდა. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 95 წლის ასაკში.