მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე მატრონა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისაგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დაულუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა(მე-3 ან მე-4 საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას.

სხვა ცნობით, წმიდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ.მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადაასვენეს. წმიდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში.