მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ფილუმენი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმიდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს-ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ სისხლისგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს.