მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ამბაკუმი
#წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონ ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახ. 650 წელს. ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში.ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, ერთხელ, როცა მას მთიბავებისთვის სადილი მიჰქონდა, უფლის ანგელოზმა აღიტაცა და ბაბილონში დასვა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.