მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი სტეფანე აღმსარებელი
ღირსი სტეფანე აღმსარებელი (815);

ღირსი სტეფანე აღმსარებელი ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის(813-820) დროს. ღირსმა სტეფანემ სიყრმიდანვე უფალს შესწირა თავი და ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ახლოს მდებარე ტრიგლიის მონასტრის წინამძღვარი გახდა. როდესაც წმიდა ხატთა დევნა დაიწყო, იღუმენს ხატთა დაგმობა მოსთხოვეს. ღირსმა სტეფანემ უარი განაცხადა მართლმადიდებლობის ღალატზე და უშიშრად ამხილა იმპერატორი. წმიდანი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გადაასახლეს.

წმიდა სტეფანე აღმსარებელი საპყრობილეში გარდაიცვალა (815).