მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ათინოდორე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილეშივე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყბის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმიდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია.როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.