მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პავლე ლატრელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისაკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და  სასწაულქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე მე-6 პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.