მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ანგია
#წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი ანგია ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ლევიტელთა ტომიდან იშვა და სპარსეთის მეფის, დარიოსის ზეობისას (ქრისტეს შობამდე 500 წლის წინ) მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარსელთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე მთელი 14 წლით შეეწყვიტათ. უფალმა თავისი რჩეული ერი ანგია წინასწარმეტყველის პირით გაამხნევა და გაუცხადდა მათ, რომ მეორე ტაძარი პირველზე დიდებული იქნებოდა(ანგია,2).