მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი დანიელ აღმსარებელი
ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში-სტეფანე)

ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში-სტეფანე), ესპანელი დიდებული, კუნძულ ნიბერტის მმართველი იყო. ქრისტეს სიყვარულისთვის მან დატოვა ამსოფლიური დიდება და რომში ბერად აღიკვეცა. წმიდანმა ჯერ კონსტანტინოპოლი მოილოცა, შემდეგ კი იერუსალიმი.

ნეტარი დანიელი ეგვიპტეში სარკინოზებმა შეიპყრეს და ისლამის მიღება მოსთხოვეს. როცა პასუხად უარი მიიღეს, უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული (10).