მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევსტათი ბითვინიელი
წმიდა ევსტათი ბითვინიელი (მე-9)

წმიდა ევსტათი ბითვინიელი (მე-9) ყველაზე დიდი სათნოებად გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულითა და სათნო ცხოვრებით გამორცეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. ხატმბრძოლობის ერესის ბატონობის დროს წმიდა ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს, რისთვისაც იმპერატორთან დაასმინეს და შეიპყრეს, შემდგომ კი გადაასახლეს. დევნილი მღვდელმთავარი სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.