მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ფილოგონი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ფილოგონი, ანტიოქიის ეპისკოპოსი მღველმთავრად დადგინებამდე ადვოკატი იყო და ყოველთვის უანგაროდ იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც დაადგინეს. ღრმა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევებისაგან. 323 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.