მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე 1-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცდუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა. მხედარს ზეციური ჩვენებით განეცხადა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისთვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.