მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი.
#წმინდათა ცხოვრება

მე-6 საუკუნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით ატიოქიიდაბ საქართველოში ჩამოვიდა 13 ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ(ხს.6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერმონაზვნობის აღორძინება.

თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა ილია დიაკონთან ერთად. მისი ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო კი სარკინეთის მთებში დაეყუდა. მიყრუებულ მთებში მოღვაწე ბერს, ღვთის განგებით მტრედი უზიდავდა საზრდოს. ერთხელ ღირსი შიო ნახა ამ მხარეში სანადიროდ მოსულმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ(ხს. 4 თებერვალს) და წმიდა ბერის სასწაულებით გაკვირვებულმა, მასთან სამოღვაწეოდ დარჩენა გადაწყვიტა.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნის და შიო მღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლოდ ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვისა და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკონის სახით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან.