მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა
#წმინდათა ცხოვრება

კრება წმიდათა სამოცდაათთა მოციქულთა - ეს დღესასწაული მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაწესდა იმისათვის, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ პატივისმცემელთა შორის. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეეფთაგან სამოცდაათი გამოარჩია, რომ მთელი ქვეყნიერებისათვის მოეფინა სახარების სწავლება. 4 იანვარს ერთად ვდღესასწაულობთ სამოცდაათივე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი წმიდა ეკლესია ცალკ-ცალკე იხსენიებს მათ.