მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გრიგოლ აკრიტიელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გრიგოლ აკრიტიელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმ მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმბრძოლობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.

ოცი წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა, არაბთა და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა, იქ 12 წელი დაჰყო. იქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში წმიდა მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სინადელ ეპისკოპოსს(ხს.23 მაისს), რომელმაც თან გაიყოლა და დაამკვიდრა აკრიტზე( მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე( დაახ.820) მოსაგრეობდა.