მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი აპოლონარიე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი აპოლონარიე იყო ასული ანთემიუსისა, რომელიც თეოსი უმცროსის(408450) არასრლწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ წმიდანი უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრები. აპოლენიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ იგი ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა ბერ დოროთეს მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა იგი. სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ეშმაკი, მან თავის ჭურჭელს ორსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნეს სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს.

წმიდა აპოლონარიამ თავის თავზე აიღო დანაშაული, მეომრებს საკუთარ სახლში გაჰყვა, საკუთარ დაში დაბუდებული ბოროტი განდევნა, გამოეცნაურა თავის დედ-მამას და სთხოვა არავისთვის არ ეთქვათ ამ საიდუმლოს შესახებ და ისევ სავანეს დაუბრუნდა. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს, მხოლოდ მისის სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო. წმიდანის ცხედარი დაკრძალეს წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში.