მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღვთისმოწამე ისიდორე
#წმინდათა ცხოვრება

ღვთისმოწამე ისიდორე ქალაქ იურიევის(დერპტი, თანამედროვე ტარტუ, ესტონეთი) ნიკოლსკის ტაძრის მოძღვარი იყო. ღირსი ისიდორე მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობის დასაცავად-კათოლიკეების მორჩილებაში ყოფნას მან მოწამის გვირგვინი არჩია. ნათლისღების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის შემდეგ, წმიდანი თავის 72 სულიერ შვილთან ერთად მდინარე ამოვჟის (ემაიიგი) ყინულჭრილში ჩააგდეს. გაზაფხულზე, წყალდიდობის დროს, რუსმა ვაჭრებმა ნაპირზე გამორიყული მოწამეთა გვამები იპოვეს, მათ შორის იყო წმიდა ისიდორეს ცხედარიც-სრულ შესამოსელში. წმიდანთა უხრწნელი ნეშტი პატივით დაკრძალეს ნიკოლსკის ტაძარში.