მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გალაქტიონ ბელეოზერელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გალაქტიონ ბელეოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მორჩილი იყო. წმიდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოეზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.