მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე დანაქტი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე დანაქტი ცხოვრობდა მე-2 საუკუნეში და წიგნის მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო:მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს, როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.