მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოსე ნოვგოროდელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოსე ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი(ერობაში-მიტროფანე) 1325 წელს აღსაყდრა  მღვდელმთავრის ტახტზე, მაგრამ ურთიერთქიშპმა, შფოთმა და სხვა უბედურებებმა დაამძიმა მისი სული და 1390 წელს ნებით გადადგა ეპისკოპოსობიდან. წმიდანმა 20ზე მეტი წელი გაატარა მონაზვნურ ღვაწლში, 1352 წელს კი სამწყსოს დაჟინებული თხოვნით კვლავ დაუბრუნდა თავის კათედრას. წმიდა მოსე ჭეშმარიტ მწყემსად მოევლინა ეპარქიას:ჩაგრულებს მფარველობდა, ღარიბ ქვრივებს შეეწეოდა, რჩევა დარიეგებით განამტკიცებდა კეთილმსახურებს;მან თავი მოუყარა მწერლებს და თავისი ხარჯებით მრავალი წიგნი გადააწერინა, ბევრი ტაძარი ააგო ნოვგოროდსა და მის შემოგარენში. 1359 წელს დასნეულებული და დაუძლურებული მღვდელმთავარი კვლავ გადადგა ტახტიდან, თავისსავე დაარსებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სავანეს მიაშურა და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე(25 იანვარი, 1362).