მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოსები
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოსები, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ღირსი თეოდორე სტუდიელის ძმა და ერთგული თანამოღვაწე იყო: მასთან ერთად მოღვაწეობდა საკუდიონის მონასტერში ღირსი პლატონის(ხს.5 აპრილს) ხელმძღვანელობით, შემდგომში კი, უკვე მღვდელმთავრის ხარისხში, მან ამხილა იმპერატორი კონსტანტინე მე-6(780-797) უსჯულო ქორწინებაში, იბრძოდა ხატმბრძოლთა ერესის წინააღმდეგ. ამგვარი მოღვაწეობისათვის მან მრავალი დევნა, გადასახლება, ტანჯვა და შევიწროება დაითმინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმიდა მამამ სტუდონის მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 830 წელს.