მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოფილე ახალი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე თეოფილე ახალი, კონსტანტინოპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.