მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

კეთილმსახური პეტრე
#წმინდათა ცხოვრება

კეთილმსახური პეტრე, ბულგარეთის მეფე, ღვთისმოშიში მეფე იყო. იგი ხშირად აკითხავდა ღირს იოანე რილელს(ხს.18 აგვისტოს და 19 ოქტომბერს), სთხოვდა მას ლოცვას და სულიერ რჩევა-დარიგებას. კეთილმსახურმა მეფემ შესძლო, ბიზანტიასთან ზავი დაედო ბულგარეთისათვის ხელსაყრელი პირობებით და იმასაც მიაღწია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეცნო ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბულგარეთში საპატრიარქო საყდარი დაემტკიცებინა. წმიდა პეტრემ ხელი შეუწყო ქვეყნიდან ბოგომილების ერესის ამოძირკვას, გარდაიცვალა 967 წელს. 56 წლის ასაკში.