მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკოლოზ
ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-13 საუკუნის შუა წლებიდან მე-14 საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხს.12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წლებში). წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი ბიოგაფიიდან და მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.

ანტონ კათოლიკოსი წერს, რომ ნიკოლოზი იყოს „ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიანთ“ და ასახელებს მის ერთ-ერთ თხზულებას :“ამან უზომოდ წვიმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგადმოთქმით“. ეს აკოლითია გვხვდება ქართულ კურთხევანში. წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი  მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტუგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1316 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.

პლატონ იოსელიანი წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.

წმიდა მამა 1308 წელს აღესრულა მშვიდობით.