მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამენი: მართა და მარიამი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამენი: მართა და მარიამი დები იყვნენ და ასიაში(მცირე აზია) ცხოვრობდნენ.მათ ქრისტესათვის მოწამეობის საღვთო შური არა ასვენებდათ და ამისთვის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ. ერთხელ მათი სახლის წინ წარმართმა მხედარმთავარმა ჩაიარა რაზმით. ასულები გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მხედარმთავარმა თავიდან მათ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ნეტარი დები დაჟინებით მისძახოდნენ მას თავიანთ აღმსარებლობას. მაშინ წარმართმა ორივენი შეიპყრო და ძმასთან-ყრმა ლიკარიონთან ერთად ჯვარს აცვა. მშობელი დედა უყურებდა შვილების ტანჯვას და მათ სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ბოლოს ჯვარზე გაკრული მართა და მარიამი შუბით მოკლეს, ლიკარიონს კი თავი მოჰკვეთეს.