მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევსები მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევსები მეუდაბნოე სირიის დაბა ასიქის მახლობლად მოსაგრეობდა მე-4 საუკუნეში. როცა ღირს ევსების მნახველები მოუმრავლდა, მან ახლომდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოიწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებული.