მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდანი და მართალნი იოანე, სტეფანე და ესაია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდანი და მართალნი იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა ხსენების დღის შესახებ ცნობებს ვპოულობთ პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნწერთა ფონდში. მათ შესახებ ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება ბიოგრაფიული ცნობები. როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები მე-11-12 ს-ში იერუსალიმში მოღვაწე ქართველი ბერ-მოაზვნები არიან და როგორც მათი მოსახსენიებლიდან ჩანს ისინი ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები იყვნენ.