მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა სქოლასტიკოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა სქოლასტიკოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, განათლებით იურისტი იყო. წმიდა მამა 565-577 წლებში მართავდას ეკლესიას. ჯერ ისევ მღვდელი იყო, როცა მან შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად, პატრიარქობის დროს კი ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოუყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა სამართლისწრმოება. მღვდელმთავრი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა:“რომელნი ქერუბიმთა“ და „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.

ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი მე-6-7 საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო დაესხა თავს იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, 50000-მდე ქრისტიანი დახოცა და მრავალიც ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო წმიდა ზაქარიაც. შემდგომში ხოსრო იძულებული გახად, ბიზანტიელი იმპერატორის, ჰერაკლესათვის(610-641) ზავი ეთხოვა და უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან დაებრუნებინა. განთავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქიც. იგი მშვიდობით მიიცვალა 633 წელს.