მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ნიკანდრე - მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ნიკანდრე - მირონის ეპისკოპოსი და ერმე ხუცესი წმიდა ტიტე მოციქულის (ხს. 25 აგვიცტოს) მოწაფეები იყვნენ, მანვე აკურთხა ისინი სამღვდლო ხარისხში. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულებმა მრავალი წარმართი მოაქციეს ქრისტიანობაზე. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ქალაქის თავ ლიბანიოსთან მიიყვანეს დაკითხვაზე. მტარველებმა ვერც ცბიერი შეგონებებით და ვერც მუქარით ვერ გადადრიკეს წმიდა მამები მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან, რის შემდეგაც სასტიკად აწამეს: ცხენზე გამობმულები ათრიეს, სხეულები რკინის კავებით დაუგლიჯეს, გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ მარტვილებმა უფლის შეწევნით დაითმინეს ის, რისი დათმენაც ადამიანური ძალებით შეუძლებელია. ბოლოს ჯალათებმა მორწმუნეები ორმოში ჩაყარეს და ცოცხლად დამარხეს.