მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

პოვნა ნაწილთა წმიდათა მოწამეთა ევგენიაში
#წმინდათა ცხოვრება

დევნის დროს წმიდა მოწამეთა ნაწილებს მორწმუნეები, ჩვეულებრივ, ფარულ ადგილებში კრძალავდნენ. ასე აღმოჩნდა დაფლული კონსტანტინოპოლში, ევგენისად წოდებულ კარიბჭესა და კოშკთან მრავალი მარტვილის ცხედარი, რომელთა ვინაობა დრო-ჟამმა დაფარა. როცა აქ სასწაულებრივი კურნებები დაიწყო, წმიდა ნაწილების ადგილ-სამყოფელიც გაცხადდა და ისინი პატივით გადასვენდა ტაძარში. კეთილკრძალულ ღვთისმსახურს, ნიკოლოზ კალიგრაფს გამოცხადებით ეუწყა, რომ ევგენიაში ნაპოვნ წმიდა ნაწილებს შორის,  არის ნეშტი 70-თაგანი მოციქულის, ანდრონიკესი და მისი თანაშემწის, იუნიასი, რომელთაც მოციქულთა თავი, პავლე ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში(რომ.16,7). მე-12 საუკუნეში მოწამეთა წმიდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას იმპერატორმა ანდრონიკემ(1183-1185), რომლის მფარველი წმიდანიც მოციქული ანდრონიკე იყო, დიდებული ტაძარი ააგო.