მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: იულიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: იულიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი - დეკიუსის(249-251) მეფობის დასაწყისში ეწამნენ ალექსანდრიაში. ღრმად მოხუცებული იულიანე ნეკრისის ქარებით  იტანჯებოდა, არც ფეხზე დგომა შეეძლო და არც მოძრაობა. იგი სამსჯავროზე თავისმა მსახურებმა მიიყვანეს, რომელთაგან ერთმა, ევნუსმა, ახოვნად აღიარა ქრისტე, მეორემ კი უარყო მაცხოვარი. იულიანე და ევნუსი აქლემებით დაჰყავდათ ქალაქში, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, ბოლოს კი კოცონზე დაწვეს. მათთან ერთად ეწამნენ მხედარი ბეზა და მეკარი. ისინი ცდილობდნენ, უპატიო მოპყრობისაგან დაეცვათ წმიდანევბი, რისთვისაც წმიდა ბეზას თავი მოჰკვეთეს, წმიდა მეკარი კი ცეცხლში დაწვეს.