მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბასილი აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის(717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის თანამოსაგრესთან,ღირს პროკოპისთან (ხს.27 თებერვალს) ერთად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იქ იტანჯებოდნენ აღმსარებლები უსჯულო იმპერატორის აღსასრულამდე. ღირსი ბასილი მშვიდობით მიიცვალა 750 წელს.