მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პროტერიოსი, ალექსანდრიელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პროტერიოსი, ალექსანდრიელი პატრიარქი და მასთან ერთად აღსრულებული 6 მოწამე. ეგვიპტის მონოფიზიტური ცრუმოძღვრების მიმდევრის, დიოსკორეს(44-451) პატრიარქობის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ხუცესი პროტერიოსი, რომელიც უშიშრად ამხელდა ეროტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმიდა მამებმა დაგმეს ევტიქის მწვალებლობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერიოსი აღასაყდრეს.

მწვალებელი მწყემსმთავრის განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა ბევრი მისი მიმდევარი, რომლებიც აღდგნენ ახალი პატრიარქის წინააღმდეგ. ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ(450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს ყოველგვარი  პრივილეგიები წაართვა, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ  და ქალაქში ახალი , გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პროტერიოსს სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათtვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მsვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც პირობა.

მარტიანეს სიკვდილის შემდეგ ეროტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. ხუცესმა ტიმოთემ, რომელიც პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და საtავეში ჩაუდგა მოჯანყეებს, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა:“დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!“ ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამეობრივი აღსასრულის მოახლოებას ნიშნავდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ეროტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი თავის თანმხლები 6 პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე-დიდი შაბათი იდგა.მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გაათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.