მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:ნესტორი და ტრივიმი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:ნესტორი და ტრივიმი მცირე აზიის ქალაქ პამფილიაში. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის(249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს.

ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავები მოჰკვეთეს.