მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მე-4 ძე წმიდა ალექსანდრე  ნეველისა(ხს.30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).

1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის(ხს.11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო.

1300 წელს ღირსწი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც ქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. ძლევამოსილ მთავარს ედრთხელაც არ აუღია მახვილი თავის სამთავროს გასაფართოებლად. ასეთი ღვთისმოსაობისათვის უფალმა დააჯილდოვა დანიელი: ძმისწულმა პერეისლავლ-ზალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ 1302 წელს თავის სამთავრო მას გადასცა. სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწების გაერთიანება. 1303 წელს წმიდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქიმა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ დანილოვოს მონასტერში. კეთილმსახური მთავარი გარდაიცვალა 4 მარტს.

1652 წელს მოხდა ღირსი დანიელის წმიდა ნაწილების აღმოყვანება.