მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი არკადი კვიპრელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი არკადი კვიპრელი მოღვაწეობდა კუნძულკვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის(306-337) დროს. მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიანე მკურნალი(ხს.6 თებერვალს) და ევბული(ხს.3 თებერვალს). თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალ ნიჭით დაჯილდოებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს(361).